რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.
თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანის, ხათუნა სამნიძის, გიორგი ვაშაძის, ტარიელ ნაკაიძისა და პაატა მანჯგალაძის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
დეპუტატები 8 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც ითხოვენ.
კანონმდებლები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ გამოცდილებას ასახელებენ.