ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მათი განცხადებით, ამ დროისთვის მოხსნილია საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს უკავშირდებოდა, ამიტომაც შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
მათივე თქმით, მიუხედავად წარმატებისა, ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გრძელდება.
პარლამენტის 9 დეპუტატმა – დავით კირკიტაძემ, თემურ ჯანაშიამ, ნიკა მაჭუტაძემ, ლევან ბეჟაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ, გიორგი გოდაბრელიძემ, აკაკი მინაშვილმა, სულხან სიბაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 14 ნოემბერს გამოაცხადეს.
დღესვე შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამაც.