spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ორბანი – დააბრუნეთ ტრამპი, ის ერთადერთია, რომელსაც დასავლეთის გადარჩენა შეუძლია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან “შეთანხმებას” დაჟინებით მოითხოვს. ამავე დროს, მან გამორიცხა უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ნატოში და კიევის პრეტენზია ოკუპირებულ ყირიმზე.

 

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ, მაგრამ არა ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა ორბანმა.

 

მისი აზრით, მშვიდობის საუკეთესო შანსი არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა.

 

“რუსეთი ბევრად ძლიერია, ვიდრე უკრაინა. დააბრუნეთ ტრამპი, ის ერთადერთია, რომელსაც დასავლეთის გადარჩენა შეუძლია“, – აღნიშნა ორბანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები