spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ორბანის წინააღმდეგ ბუდაპეშტში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა

ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის “ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარიც, რომელმაც პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს.

მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა. მისი პარტია „ტისა“ უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტია ასწრებს.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გაამკაცრებს ზომებს იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები