spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. დღესვე ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც  ერთი საერთო ხაზი – თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

“ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან,  ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

 

ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია თავიანთ ნაწარმოებებს წარადგენენ  და  ისაუბრებენ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია.

 

ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის ,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, “მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები