14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 16:00 საათზე ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დაესწროს ოფიციალურ ცერემონიას.