საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო დათმობას ოპოზიციისგან ელოდება.
"ორივე მხარე უნდა იყოს კომპრომისისათვის მომზადებული, არა მხოლოდ "ქართული ოცნება", არამედ ოპოზიციაც. მე უბრალოდ, ძალიან დამამახსოვრდა ის ფრაზა, რომელიც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ ჩვენი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართო, ასეთი რამ მიუღებელია და იმედია ამ რაუნდში ისინი შეიცვლიან პოზიციას და რეალურ კომპრომისზე იქნება საუბარი და გადაწყვეტილებები მიღებული", – განაცხადა სერგეენკომ.