spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

 

სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა.

 

გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები