spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოსტინი – 9 ქვეყანა უკრაინას 150-ზე მეტ “ლეოპარდის” ტანკს მიაწვდის

ცხრა მოკავშირემ პირობა დადო, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 150-ზე მეტ “ლეოპარდის” ტანკს მიაწვდიან, – ამის შესახებ რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა გადაცემული ტანკების დახმარებით სავარაუდოდ, ცხრა ბრიგადის ჩამოყალიბებას შეძლებს.

 

“ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას “ლეოპარდის” ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა ცხრა ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ “ლეოპარდის” ტანკს მიაწვდის”, – განაცხადა ოსტინმა.

 

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რამშტაინის შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოავლინა “შესანიშნავი ლიდერობა” უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები