აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მსოფლიოს უკრაინის მეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, უკრაინამ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რადგან არავის სურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ვინმე სხვა ქვეყანაში შეიჭრება.
“არც ერთ ჩვენგანს არ სურს იცხოვროს სამყაროში, სადაც პუტინის მსგავსი ხულიგნები დაუსჯელად შეიჭრებიან მშვიდობიანი მეზობლის ქვეყანაში.
ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რომ გლობალური უსაფრთხოების ფორმა იყოს ნაკარნახევი ავტოკრატების მიერ, რომლებიც ეყრდნობიან ძალადობრივ რეპრესიებს სახლში და იძულებას საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ოსტინმა.