spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოსტინი – აშშ გააკეთებს ყველაფერს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის წყაროს მოსაძებნად

აშშ გადააბრუნებს თითოეულ ქვას, რათა დოკუმენტების გაჟონვის წყარო მოძებნოს, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

 

“ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას იქამდე, ვიდრე არ ვიპოვით წყაროს და მის მასშტაბებს”, – აღნიშნა ოსტინმა.

 

მისივე თქმით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტები გამოქვეყნდა 28 თებერვალს და 1 მარტს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, იყო თუ არა სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიძლებოდა ადრე გამოქვეყნებულიყო ონლაინ რეჟიმში.

 

”ეს ის საკითხებია, რასაც ჩვენ გამოძიების გაგრძელებისას გავარკვევთ”, – აღნიშნა ოსტინმა.

 

პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც დოკუმენტების გაჟონვის საკითხს გამოეხმაურა.

 

როგორც მედია წერს, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ აშშ-ის გამოძიებას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები