აშშ მიმართავს შესაბამის ზომებს, თუ “ჰამასის” ისრაელთან ომში ახალი მონაწილეები გამოჩნდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონს აქვს გარკვეული შეშფოთება, რომ არსებული კონფლიქტი შეიძლება გაფართოვდეს. ამავე დროს, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იტოვებს თავდაცვის უფლებას და უპასუხებს დარტყმებს.
“თუ რომელიმე ჯგუფი ან ქვეყანა ცდილობს ამ კონფლიქტის გაფართოებას, რომ ისარგებლოს ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციით, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი რჩევაა: არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ოსტინმა.
7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, ლიბანურმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” გააძლიერა თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებზე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცალკეული შეტაკებებია, მაგრამ დაჯგუფების ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ისრაელთან სრულფასოვანი ომისთვის.
ირანმა ასევე პირადად გააფრთხილა ისრაელი, რომ ომში ჩაერთვება, თუ ისრაელის არმია ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს.
ამავდროულად, თავად ისრაელი დაემუქრა ძლიერი პასუხით უშუალოდ ირანს, თუ “ჰეზბოლა” ჩრდილოეთით მეორე ფრონტს გახსნის.