spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოსტინი – ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გადავიდეს კონტრშეტევაზე გაზაფხულზე

პარტნიორი ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოკავშირეები გვპირდებიან, რომ გაზაფხულზე უკრაინელებს კონტრშეტევაზე გადასვლაში დაეხმარებიან, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

“ყველა ქვეყანა მთელი მსოფლიოდან აგრძელებს ძალისხმევის გაძლიერებას და განიხილავს ახალ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს საკონტაქტო ჯგუფი ცხადყოფს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მის ბრძოლაში. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას წამოიწყოს კონტრშეტევა გაზაფხულზე“, – განაცხადა ოსტინმა.

 

მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც მას დაჰპირდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები