თუ რუსეთი ომში უკრაინის დამარცხებას მოახერხებს, აგრესორი ქვეყანა არ გაჩერდება და შესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყნებს დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ სენატში გამართულ მოსმენაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინაში ადეკვატური დახმარების არ გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებამ გაზარდოს აშშ-ის ჯარების ომში საბოლოოდ ჩათრევის ალბათობა.
“რა თქმა უნდა. თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება უკრაინაზე… ადრე თუ გვიან ის ნატოს დაუპირისპირდება და ჩვენ ომში აღმოვჩნდებით”, – უპასუხა ოსტინმა.