საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი გრაცის “შტურმთან” ერთად ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ფინალში ვენის “რაპიდი” 2:0 დაამარცხა. ორივე გოლის ავტორი მანპრიტ სარკარია გახლავთ.
კიტეიშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 75 წუთი დაჰყო.
“შტურმმა” ავსტრიის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. მათ ეს ბოლოს 2018 წელს მოახერხეს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი