spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოთარ შამუგია – ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე-ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

 

მისივე თქმით, შოვის სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

 

“სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე ორი დღით ადრე, წყლის შეგუბების ფაქტების გავრცელებას. ასევე, კალაპოტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე თითქოს რეინჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ, ბევრი არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში. ამ მძიმე ვითარებაში ეს კიდევ უფრო ამძიმებს ფონს და კატეგორიულად მიუღებელია. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში. სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე, ჩვენი სპეციალისტები გაემგზავრნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ მოკვლევის სამუშაოებს. რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით დათვალიერება მთელი ხეობის და დღეს უკვე გვაქვს ამ კვლევის პირველადი შედეგები. 

 

ერთი რამ, რაც დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 

 

ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევებში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა შამუგიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები