spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოთარ ზურაბიშვილი – ეკონომიურად გაძნელდება ჩვენი მომავალი, ალბათ, იქნება ფინანსური დაცემა, კრახი თუ არა

თუ ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება, ვიცი, რომ ეკონომიურად გაძნელდება ჩვენი მომავალი. როდესაც ამერიკის და ევროპის დახმარებები შეჩერებული იქნება და ამ გზაზე ვართ ახლა, მოსახლეობისთვის ეს ძნელი იქნება, ეს არის უსამართლობა, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  თუ აქციები გაგრძელდება, ის ყოველ დღე საქართველოს მოსახლეობის გვერდით იდგება.

“თუ ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება, ვიცი, რომ ეკონომიურად გაძნელდება ჩვენი მომავალი. როდესაც ამერიკის და ევროპის დახმარებები შეჩერებული იქნება, და ამ გზაზე ვართ ახლა, მოსახლეობისთვის ეს ძნელი იქნება, ეს არის უსამართლობა. ეს ყველაფერი მდიდრებისთვის კი არ იქნება ძნელი, რომლებიც ტენდერებს იგებენ და ფულს ჯიბეში იდებენ. სამწუხაროდ, ბევრი რამ ხდება ცუდი მიმართულებით. ალბათ, იქნება ფინანსური დაცემა, კრახი თუ არა. ბიზნესმენებში, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას, პრობლემები შეიქმნება. პარლამენტში ზომბები შევლენ, ადამიანები, რომლებსაც ხმა მოპოვებული არ აქვთ. იმედი არის ხალხზე და ამას ვიმეორებ სულ. თუ აქციები გაგრძელდება მე ყოველ დღე მანდ ვიდგები”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები