spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოთარ ზურაბიშვილი – მჯერა, რომ ხალხში არის ისეთი ძალა, რაც ბევრ რამეს შეცვლის

მე მჯერა და აქ ვარ, მჯერა, რომ ხალხში არის ისეთი ძალა, რაც ბევრ რამეს შეცვლის, –  ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორ გადაწყვეტილებას მსაჯულების მიერ არავინ ელოდება, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

“აქ არავინ ელოდება სწორ გადაწყვეტილებას მსაჯულების მიერ. ერთი კარგად მოაზროვნე ადამიანი გამოჩნდა და იმედი მაქვს, სხვაც გამოჩნდება. მე მჯერა და აქ ვარ, მჯერა, რომ ხალხში არის ისეთი ძალა, რაც ბევრ რამეს შეცვლის. აქ საკითხია მონდომებაზე და ასევე ვალდებულების საკითხია, რომელსაც თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები