მივესალმები ახალგაზრდების მამაცობას. როცა გამოხატულია სიწყნარე და თავისუფლება, რომელიც არის დიდი საყრდენი, დარწმუნებული ვარ, რომ ამის წინააღმდეგ ძალიან რთულია სამართალდამცველების მოქმედება, – ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე საქართველოს ბევრი არ იცნობდა და სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ, ამ აქციებმა კი მათ სინამდვილე დაანახა.
“მომიწია უცხოელების საქართველოში ჩამოყვანა, ისინი მანამდე არ იცნობდნენ საერთოდ საქართველოს და ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ეს არის ძალიან ჩამორჩენილი, არაევროპული ქვეყანა და როცა ჩამოვიდნენ, დაინახეს სულ სხვა ქვეყანა. ე.ი. საჭიროა, დაინახონ, რა არის სინამდვილე.
სტატიები რაც გამოდის, ახლა ყველას მიაჩნია, რომ საქართველო არის სუფთა ევროპული ქვეყანა, ისინი გაკვირვებული რჩებიან ამ ახალგაზრდებით.
მივესალმები ახალგაზრდების მამაცობას. როცა გამოხატულია სიწყნარე და თავისუფლება, რომელიც არის დიდი საყრდენი, დარწმუნებული ვარ, რომ ამის წინააღმდეგ ძალიან რთულია სამართალდამცველების მოქმედება”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.