spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ოცნების“ მიერ ინიციირებული დროებითი საგამოძიებო კომისია არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი”

“ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, მათი გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხელისუფლების პროპაგანდაზე.

“ოცნების“ მიერ ინიციირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი.

“ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას “ოცნების“ ცრუ პროპაგანდის საპირწონედ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები