spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ოცნების” ოფისთან ოპოზიციის წევრებს და აქტივისტებს აკავებენ

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც არსებული ინფორმაციით, დააკავეს რამდენიმე ოპოზიციონერი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ენმ-ის წევრი გიორგი კაპანაძე, ასევე “დროას” წევრი თამაზ ახობაძე. 

ასევე დაკავებულია მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე.

ამ წუთებში სამართალდამცველები “შეცვალეს” წევრის ნიკუშა ფარულავას დაკავებასაც ცდილობენ, რომელიც პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევის დროს ცუდად გახდა და წაიქცა.

პოლიტიკოსები და აქტივისტები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ “ქართული ოცნების” ლიდერებთან შესახვედრად მივიდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები