spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

 

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა. 

 

მანამდე ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები