spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა. ცნობილია, რომ მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი.

 

ადგილობრივების თქმით, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა.

 

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ოზურგეთში თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა  და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები