spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია, – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ნაკაშიძის ქუჩაზე წაიქცა ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

 

სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.

 

უამინდობით შექმნილი პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები