spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – არჩევნები ვადამდელი კი არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ყოფილიყო უკვე გუშინ, დაგვიანებულიც არის

არჩევნები ვადამდელი კი არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ყოფილიყო უკვე გუშინ. ეს დაგვიანებულიც არის, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, იქნება შედეგიანი თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და არსებობს თუ არა გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმი. 

 

“არჩევნები ვადამდელი კი არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ყოფილიყო უკვე გუშინ. ეს დაგვიანებულიც არის, რა თქმა უნდა,  მე მაგის მომხრე ვარ. თუმცა აქ უნდა იყო დარწმუნებული, რომ კიდევ არ გააყალბებენ. ამათ რა, გაუჭირდებათ გაყალბება?! რომ იძახიან სააკაშვილი აყალბებდა, საააკაშვილმა წააგო არჩევნები და გადააბარა მშვიდობიანად მათ, თქვენ გჯერათ, რომ როდესმე ესენი მშვიდობიანად გადააბარენენ წაგებულ არჩევნებს ოპოზიციას?  მე ამის არ მჯერა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს, ყველა ხერხით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას.  

 

“ამათ სხვა გზა არ აქვთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. თან იციან, რომ დიდხანს ვერ დარჩებიან, მაგრამ იხანგრძლივებენ, ჩვენთვის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ყოველი დღე არის ძალაინ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამათ ხელში ყოველი დღე არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ყოველი დღე ჩვენ გვაშორებს ევროპას, გვაშორებს ჩვენს კეთილდღეობას, გვაშორებს იმ ადამიანებს რომლებიც ქვეყანას ტოვებენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

 

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თემა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააქტიურა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები