spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – ბატონო პრეზიდენტო, ეს პიჯაკები შენ უნდა ჩაიცვა და ისევ მოიარო მთელი მსოფლიო, ისევ გააცნო საქართველო

მე შიმშილობა  იმიტომ დავიწყე, რომ არ მინდა თოფი ავიღო ხელში, ან სხვას მოვუწოდო,  – ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, მსოფლიო ბანმა  პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოში დაბრუნდა და დღეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ძალიან ციუდად იქცევა და პროტესტის გარდა ადამიანებს სხვა გზას არ უტოვებს. 

 

“ამ საშინელებას, რომელსაც “ქართული ოცნება” ქვია,  საზღვარი აღარ აქვს და წარმოუდგენელია უკვე ისეთ საქციელებს ჩადიან. 

 

მე შიმშილობა იმიტომ დავიწყე, რომ არ მინდა,  თოფი ავიღო ხელში და არ მინდა ვინმეს მოვუწოდო, რომ მოდი, ავიღოთ თოფები და რაღაც. 90-იანი წლები, ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ საქართველოში, ქვეყანა ამას ვეღარ გადაიტანს. მეტი რა შემიძლია? მე მინდა მივიქციო ყურადღება.  მიტინგებზე რომ სიტყვით გამოვიდე, ამით საზღვარგარეთიდან ყურადღებას მაინც და მაინც ვერ მივიქცევ. მგონი, გამოიღო უკვე პირველი შედეგი. გუშინ მივეცი ინტერვიუ ინგლისის ჟურნალისტს. ხვალ იქნება უკვე პოლიტიკური სტატია გამოქვეყნებული. ოთხშაბათს ჩამოდის უკვე ის ჟურნალისტი საქართველოში. 

 

პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში ვარ და ვიქნები იქამდე, სანამ არ გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.

 

მან პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი ჩაიცვა და პიკაკების “პატრონს” კვლავ ძველ ამპლუაში დაბრუნება უსურვა.

 

“მინდა ვუსურვო, რომ ამ პიჯაკმა თავის პატრონი იპოვოს ძალიან ჩქარა. ბატონო პრეზიდენტო, ეს პიჯაკები შენ უნდა ჩაიცვა და ისევ მოიარო მთელი მსოფლიო და ისევ გააცნო საქართველო, როგორც კარგი და წარმატებული ქვეყანა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები