spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – ჩემო პრეზიდენტო, ვიცით, რომ უკან დამხევი არ ხარ და ერთ რამეს გეუბნები ჩვენი სახელით, ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები

ქართველი ხალხი არასდროს დაემონება ბიძინა ივანიშვილის მონებს. ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები,- ასე მიმართა მსოფლიო ბანმა, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდში გამართული აქციიდან. 

 

“მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ჩემო პრეზიდენტო, ვერ გეტყვი, რა უნდა გააკეთო, უნდა იშიმშილო თუ როგორ უნდა გამოხატო შენი მდგომარეობა, მაგრამ ვიცით, რომ უკან დამხევი არ ხარ და ერთ რამეს გეუბნები ჩვენი სახელით, ქართველი ხალხი არასდროს დაემონება ბიძინა ივანიშვილის მონებს. ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები, ჩვენთან ყოველთვის იქნება თავისუფლება და წინსვლა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

მისივე თქმით, 30 ოქტომბერს ხალხმა ქვეყანა კალმით და საღი აზრით უნდა დაიცვას.

 

“რაც შეეხება 30 ოქტომბერს, ჩემო მეგობრებო, თუ წინათ, ქართველი ადამიანი ხმლით იცავდა სამშობლოს, დღეს ჩვენ კალმით და საღი აზრით უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე იმიტომ, რომ საქართველო ძალიან ცუდ დღეშია“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

ამასთან, მან რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის  წინააღმდეგ გამართულ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქციას “ფსკერი“ უწოდა.

 

“თუნდაც არ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ვინმე რომ იჯდეს ერთი ადამიანი ციხეში, ის სცენიდან უწმაწური სიტყვებით მოიხსენიო და ქრისტიან ადამიანს ამაზე ტაში დააკვრევინო, ეს არის ფსკერი,  ბატონებო, რაც ჩვენ ვნახეთ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოში ეს კიდევ განმეორდეს. ეს უნდა იყოს ამ მავნებელი მთავრობის ბოლო გაფართხალება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები