spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – “ქართული ოცნება” უკვე კარგა ხანია, მოითხოვს ევროპიდან, რომ თავი დაგვანებონ

“ქართული ოცნება” უკვე კარგა ხანია, მოითხოვს ევროპიდან, რომ თავი დაგვანებონ,  – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ხელისუფლება ევროპას ეუბნება, თუ მიგვიღებთ ასეთებს, როგორებიც ვართ, დაგდებთ პატივს და შემოვალთ ევროპაში. 

 

“ქართული ოცნება” უკვე კარგა ხანია, მოითხოვს ევროპიდან, რომ თავი დაგვანებონ, რომ არ გვინდა ჩვენ და თუ კარგად მოიქცევით თქვენ, პირიქით ეუბნება ევროპას, თუ მიგვიღებთ ასეთებს, როგორებიც ვართ, ივანიშვილებით, ამ სისტემით, ამ სასამართლოთი და პროკურატურით, მაშინ დაგდებთ პატივს და შემოვალთ ევროპაში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

 

მისი თქმით, სადაც ხმის მიწვდება შეუძლია,  ყველას ეუბნება,  რომ რომ ხელისუფლება ქართველი ხალხის პოზიციას არ გამოხატავს. 

 

“ამას ხომ ვახერხებთ უკრაინაში, უკრაინელებმა უკვე იციან, რომ ქართველი ხალხი და ქართული ხელისუფლება ეს აბსოლუტურად სხვადასხვაა. ასე ეს ჩვენ უნდა გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს.  მე სადაც ხმა მიმიწვდება, ყველას ვაგებინებ, რომ ქართველი ხალხი არ არის ისეთი, როგორიც ხელისუფლებაა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები