spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა ბურჭულაძე – ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით, 2008 წელს შემოსეული ვერაგი მტრისგან საქართველოს 80% გადაარჩინა!

ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით, 2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან 80% გადაარჩინა! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე წერს.

“მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას! დაიმახსოვრეთ!

ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით, 2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან 80% გადაარჩინა!

და ესეც დაიმახსოვრეთ:

გიორგი ანწუხელიძე უკვდავია!

შინდისის გმირები უკვდავები არიან!

ყველა ის ჯარისკაცი, ვინც იცავდა და იცავს ჩვენს სამშობლოს გმირია!

თქვენზე კი რა ვთქვა. თვითონ შეაფასეთ თქვენი საქციელი და დაირქვით სახელი. (მეცოდებით)”, – წერს ბურჭულაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები