ყველანი უნდა ვიყოთ რუსთაველზე, ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის დამთმობები არ ვართ, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ყველა აქციაზე უნდა იყოს.
“დღეს აუცილებელია, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი. ვისაც გული შესტკივა და ნამდვილად უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ვიცი, რომ ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა ქვეყანაში, არა ისინი, ვინც სხედან ახლა შულავრის კომიტეტი და რაღაცას იგონებენ და თხზავენ ახალ ისტორიას, საქართველოსთვის დამღუპველს.
ამიტომ, ყველანი უნდა ვიყოთ რუსთაველზე, ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის დამთმობები არ ვართ, ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი საქართველო და ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი, ევროპული საქართველო ისე, რომ ადამიანმა გაიხაროს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თბილისში საპროტესტო მსვლელობები 19:00 საათიდანაა დაანონსებული, რომელიც ბოლოს პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.