spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – სანამ არ მიაღწევს შედეგს, აქციის დაშლა არ შეიძლება

ოპოზიციის მრავალრიცხოვანი აქციები აღარ უნდა იშლებოდეს, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ,  – ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთდღიანი აქციები ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერ ახდენს.

 

“ის არ მომწონს ჩვენი ოპოზიციის, რომ შეკრიბავენ ხალხს ხვალაც დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 10 ათასი ადამიანი იქნება…  ასე შევიკრიბებით ვინც უკმაყოფილო ვართ, დავიშლებით, შევიკრიბებით, დავიშლებით.  მე ვურჩევდი, როდესაც შევიკრიბებით, შეკრებილიო იყო 60 ათასი ადამიანი, იმათი დაშლა შეიძლებოდა, სანამ არ მიღწევდენ თავიანთ შედეგს? უნდა დარჩენილიყვნენ ყველანი, უნდა ყოფილიყო მაგის ორგანიზება.კი,  ბატონო, თუ არ არის მაგის სახსრები, რომ ეს ხალხი გავაჩეროთ, თბილისი თბილისში უნდა გამოვიდეს და დარჩეს, სანამ არ მიაღწევს თავის შედეგს, ბათუმი – ბათუმში, ქუთაისი – ქუთაისში, ზუგდიდი-ზუგდიდში და ეს ერთად, რაღაცნაირად უნდა ჩატარდეს.  თუ არა, თორემ ხომ ხედავთ, ამათზე არაფერი  მოქმედებს. სანამ არ მიაღწევს შედეგს, დაშლა არ შეიძლება, ეჩვევა ამას მთავრობაც და იძახიან – მოვლენ,  წავლენ”, –  განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.  

 

ხვალ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები