“ქართული ოცნება” არასდროს ყოფილა ოპოზიციაში და არ მდგარა ასე, როგორც ჩვენ ვართ და არავის გაუთენებია ღამე, ვინც მთავრობაშია, – მის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა საქართველომ, აღარ ექნება აზრი არც არჩევნებს, არც არაფერს და დაიკარგება ყველაფერი.
“ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა ოპოზიციაში და არ მდგარა ასე, როგორც ჩვენ ვართ და არავის გაუთენებია ღამე, ვინც მთავრობაშია. სამი დღეა, ცუდად ვარ და არ გამოვდივარ სახლიდან, მაგრამ გულმა არ მომითმინა და დღეს მაინც გამოვედი, რადგან აქ არ ყოფნა არის ქვეყნის ღალატი. ყველამ მოვნახოთ ძალა და დავდგეთ აქ, რადგან, სწორედ, აქ წყდება საქართველოს ბედი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხიც მოემატება. ბატონებო, ჩვენს საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს, ამიტომ, ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავისუფლებას. თუ ეს ხელიდან გავუშვით, აღარ ექნება აზრი არც არჩევნებს, არც არაფერს და დაიკარგება ყველაფერი. ასე რომ, ღმერთი ჩვენთან! ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო წინ წავა!“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.