spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ბურჭულაძე – უნდა დავასრულოთ ის დიდი ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ და გადავწყვიტე, რომ ვიყო დამკვირვებელი

უნდა დავასრულოთ ის დიდი ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ყველამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და მე გადავწყვიტე, რომ ვიყო დამკვირვებელი, – ამის შესახებ ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის უკვე 2016 წლიდან იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილი ღუპავს ქვეყანას, მაგრამ მაშინ ვერ აიყოლია ხალხი

“მე ვფიქრობ, რომ ახლა არის მართლაც გადამწყვეტი ბრძოლა, უფრო სწორად, უნდა დავასრულოთ ის დიდი ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ყველამ “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მე გადავწყვიტე, რომ ვიყო დამკვირვებელი. დავაკვირდე იმას თუ, როგორ მიდის არჩევნები იმ უბანზე, სადაც მე ვიქნები და ამით მინდოდა, რომ მეგრძნობინებინა ხალხისთვის, რომ ყველამ უნდა გავიჭირვოთ და უნდა მივიღოთ მაქსიმალური მონაწილეობა ამ არჩევნებში, რადგან ჩვენი მისვლა და ყოველი ხმა არის გადამწყვეტი საქართველოს მომავლისთვის.

მე უკვე 2016 წლიდან ვიძახი, რომ ბიძინა ივანიშვილი ღუპავს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მაშინ ვერ ავიყოლიე ხალხი, რადგან მაინც ბუნდოვანი სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს იმდენად ნათელია ეს ყველაფერი. თავისი პირით იძახიან, რომ ევროპა მტერია და თურმე ამერიკას და ევროპას უნდა ჩვენი ომში ჩათრევა.

ქვეყნის 80%-ს და უფრო მეტსაც უნდა დასავლეთი და ის ნარატივი, რასაც ისინი იძახიან და მათი ლოზუნგი, რომ ომი გინდათ? მაგაზე უფრო პასუხიც გაცემულია, რომ თუ ომი არ გინდათ უნდა შევიდეთ ევროპაში, რადგან ევროპა არის ჩვენი თავშესაფარი და თუ ევროპაში არ შევალთ ომი აუცილებლად მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე მჯერა, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები