spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა იმნაძე – ჩაუწეროს ექიმმა, რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ.

 

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.

 

“ჩაუწეროს ექიმმა, რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“,- განაცხადა იმნაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები