spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა იმნაძე – “ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება

თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

“საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ, 40%-დან 60%-მდე მერყეობს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, შეიძლება მთლიანად „დელტას“ ჩანაცვლება არ მოხდეს, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევების „ომიკრონია“. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ავად გახდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. 

 

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები