დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირაკლი ღარიბაშვილის ხალხმრავალ სუფრაზე ქეიფთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი “ესმის”, თუმცა მისთვის მაინც მიუღებელი იყო.
“პრემიერიც ქართველია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია და ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ… მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეც მიუღებელი იყო იმ ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო”, – განაცხადა იმნაძემ TV პირველთან.