spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა იმნაძე – ყველას იპოვის, არავინ იფიქროს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსი ყველს მისწვდება, ვინც იმუნური არ იქნება.

 

“გადაცემის რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში ამაში დავრწმუნდით და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია. ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები დიდად არ მომატებულა ზაფხულის მერე. ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, ყველას იპოვის და ყველას დაემართება. არავინ იფიქროს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები