spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა იმნაძე – რა გითხრათ აღარ ვიცი, მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახელობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რეგულაციებს არ იცავს, რის გამოც ინფიცირების რიცხვი მატულობს. 

 

“გზა ერთია – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ, სხვანაირად კორონა არ გაჩერდება, უფრო სწორად, კორონასგან სიკვდილიანობა. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით.

 

იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რა გითხრათ აღარ ვიცი, მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. მთავარია ის, რა რეგულაციაც არსებობს, დავიცვათ. ინდოეთის კადრები ხო ნანახი გაქვთ არა? პოლიციელი რომ დარბოდა ქუჩაში, ჯოხს რომ ურტყამდა, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა.  საკმაოდ დიდი ნაწილი არ იცავს რეგულაციებს, თორემ დღესაც ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაშიც ნიღბით დადიან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები