დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით უკვე მიმართეს, თუმცა კიდევ დააკვირდებიან, ერთი კვირის მანძილზე, რა ვითარება იქნება ქვეყანაში.
“ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა ცხოვრების ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არ არის. ჩვენ ვართ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე, თუმცა, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. ასევე მთავარია, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს.
საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ. საბჭო კონსენსუსის შედეგად იღებს გადაწყვეტლებას. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე იყო რესტორნებში დაშვება მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების. ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და ლხინის სუფრა, მერე ჭირად იქცევა ხოლმე. გვქონდა წინადადება, რომ იყოს 50-კაციანამდე გაიზარდოს რაოდენობა, თუ ყველა აცრილი იქნება, ან წინასწარ გატესტილი. ერთი კვირა კიდევ დავაკვირდებით, რა ვითარება იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.