დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებთ, შეზღუდვებმა ეფექტურობა აჩვენა, თუმცა, ახლა საზოგადოებას შეზღუდვების ნაცვლად, ალტერნატიული გზა უნდა შეთავაზოთ, რაც ვირუსის გავრცელებას შეაკავებს.
“შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? – ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა, რადგან ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს მაშინ თავისი აზრი ჰქონდა, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავის დაცვის ალტერნატიული გზები. დღეს ალტერნატული გზა არის, პირველ რიგში, ვაქცინა და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცვით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ”, – განაცხადა იმნაძემ.