თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების 100% „დელტა“ შტამს წარმოადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში „დელტა+“-ის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.
“მოგეხსენებათ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს უკვე, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე“, – განაცხადა იმნაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული.