spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ამ დასკვნაში გაბათილებულია ყველა არგუმენტი “ქართული ოცნების”, რომ თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა

ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს, –  ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ. რუსულ კანონს არაფერ აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან და არც ავსტრალიურ კანონთან.

 

“ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამ დასკვნაში, შეფასებაში, გაბათილებულია ყველა არგუმენტი “ქართული ოცნების”, რომ თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა და სხვა რამეს არ ისახავდა მიზნად. აქ დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ რუსულ კანონს არაფერ აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან, არც ავსტრალიურ კანონთან და პირდაპირაა საუბარი, რომ დაფინანსების წყაროს მიხედვით ადამიანის უცხოეთის სამსახურში მყოფად, ან აგენტად გამოცხადება არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ასევე გაბათილებულია არგუმენტები, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიზნის მიღწევის საშუალება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები