spot_img
spot_imgspot_img
spot_img

პაატა მანჯგალაძე – ამ ხალხის მონაპოვარია, რომ მოძალადე რეჟიმს არ ექნება აღიარება არცერთ მაღალი რანგის საერთაშორისო ასპარეზზე

პირველ რიგში, ამ ხალხის მონაპოვარი არის, რომ მოძალადე რეჟიმს არ ექნება აღიარება არცერთ მაღალი რანგის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა რეჟიმის ქმედებები, ახლა ევროინტეგრაციის გზებზე უნდა იყოს საუბრები.

“რომ არა არჩევნების ტოტალური გაყალბება, წამება, უფლებების დარღვევა, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში დაჩქარებული წესით. ეს რეალობა უნდა იდგეს ახლა, მაგრამ ამ მოძალადე რეჟიმმა შექმნა რეალობა, როცა საუბარია ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებაზე. ასეთი რამ გამოყენებულია რუსეთის და ბელორუსის შემთხვევებში და ამ გზას ადგას ივანიშვილის მოძალადეობრივი რეჟიმი. ის, რომ არ ხდება მათი აღიარება არის ბრძოლის დამსახურება, პირველ რიგში, ამ ხალხის მონაპოვარი არის, რომ მოძალადე რეჟიმს არ ექნება აღიარება არცერთ მაღალი რანგის საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები