“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ გადახალისების პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხარეებს შორის პოლარიზება შიდა დემოკრატიას ახასიათებს.
“არ ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა იქნება კარგი, რადგან ძლიერი ოპოზიციური ფრონტი ძლიერი ოპოზიციური პარტიების გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. თუ დასავლურ ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას ნახავთ, ამ პარტიაშიც კი ისეთი პოლარიზებულია პროცესები, რომ გაგიკვირდებათ. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებიდან ნუ შექმნით ჭიქაში ქარიშხალს.
“ნაცმოძრაობას“ სხვა პრობლემები აქვს, რესპუბლიკურ პარტიას, ტრამპის სახით – სხვა. ჩემი შეხედულებით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადახალისების პროცესი მიმდინარეობს. არის ხალხი, რომელსაც არსებული მენეჯმენტი მოსწონს და არის ხალხი, რომელიც ამით უკმაყოფილოა და ცვლილებები უნდა. ეს ჩვეულებრივი პროცესია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.