ჩემთვის სულერთი არ არის მესამე პრეზიდენტი დაჭერილი იქნება თუ თავისუფალი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადგან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზები უნდა მოინახოს, ამიტომ დღევანდელ აქციაზეც მივა.
“ჩემთვის სულერთი არ არის მესამე პრეზიდენტი დაჭერილი იქნება თუ თავისუფალი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო. ვთვლი, რომ უსამართლობაა მისი ციხეში ყოფნა, ვიდრე ქვეყანას არ ექნება სამართლიანი სასამართლო. რადგან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, მიმაჩნია, უნდა მოვნახოთ მექანიზმი, რომლითაც ის გათავისუფლდება პატიმრობიდან. რადგან ვამბობ, რომ უნდა გათავისუფლდეს, ნებისმიერი აქცია, რომელიც მოემსახურება სამართლიანი სასამართლოს იდეას, სამართლიანი არჩევნების იდეას და სამართლიანობის იდეას, ყველგან მივალ”,- განაცხადა მანჯგალაძემ.