ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური “ქართულ ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის.
“ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური “ქართულ ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის. ეს კომპანია, როგორც ვიცი, სანქცირებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ, ახლა სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მგონია, რომ სპეციალურად შეარჩიეს, რომ სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ, კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”, რომელსაც აუცილებლად დაუწესდება სანქციები.
საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციაში მეგობრების გარეშე მარტო დარჩენილი საქართველო ნიშნავს რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტო დარჩენას. ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხისა და დასავლეთის რეაქციის იმედზე უნდა ვიყოთ, როცა რუსეთთან მარტო ვრჩებით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.