არა თუ პრეზიდენტი, არამედ ჩვენც ვაპირებთ ოპოზიციონერები, პარლამენტის წევრები სარჩელის შეტანას. 78-ე მუხლი გვეუბნება, რომ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ “რუსული კანონის” გამო, შეჩერდა და დაიბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
“არა თუ პრეზიდენტი, არამედ ჩვენც ვაპირებთ ოპოზიციონერები, პარლამენტის წევრები სარჩელის შეტანას. 30 დეპუტატს შეუძლია სარჩელი შეიტანოს. ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს, 78-ე მუხლი გვეუბნება, რომ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. მე ასე ვხედავ ამას. ეს “რუსული კანონი” არის დაბრკოლება. თუ ვინმე გვკითხავს, რატომ არის დაბრკოლება და რას არღვევს, რას და სწორედ ამ “რუსული კანონის” გამო, შეჩერდა და დაიბლოკა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით” განსახილველად უკვე მიიღო.