არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა, თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“სხვა ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ ვნახეთ, ექსპერტები ადასტურებენ, რომ დარიშხანით არის მოწამლული. როცა ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული და სხვა რეალობა შეიცანიო, ეს რას ნიშნავს, დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიცნოს? და რას დაელოდოს, სიკვდილს? ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.
ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამ ყველაფერში, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე ახლა სააკაშვილმა დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს. სააკაშვილი ბევრად უფრო მხნედ და მამაცად გამოიყურება მაგ შეფასების შემდეგ, ვიდრე ის წერილი, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.