spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – დღესაც საქართველოს პარლამენტში სიძულვილის რიტორიკა ისმის

პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია სრულად არის წარმოდგენილი. 

 

თუმცა, მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება არ ხდება.

 

„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვპოულობდეთ საერთო ენას, მთავარი რიტორიკა დღესაც საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების და არა მხოლოდ მისი დამსახურებით, სიძულვილის რიტორიკაა. თითქოს სიძულვილის სახელმწიფოს აშენებაა ამოცანა და ჩვენ ყველა ამ სახელმწიფოს მონაწილეები ვართ, რომ ვერ შევძლოთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ვერ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე. „ქართული ოცნება“ ამ ტექსტში რუსეთის ხსენებას ერიდება და ჩემთვის გაუგებარია, როდესაც „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს პარლამენტს რამდენიმე რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს, სადაც რუსეთი არაერთხელ ნახსენებია, როგორც ოკუპანტი რა შეიცვალა მას მერე რუსეთთან დამოკიდებულებაში? რუსეთი შეიცვალა თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა? მიდგომა შეცვალა რუსეთმა და ოკუპანტი აღარ არის? მე მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები თუ რა შეიცვალა 2014 წლიდან, რაც უკვე რამდენიმე რეზოლუციაში ახსენეთ რუსეთი. მესმის არ გაღიზიანების პოლიტიკა, არავინ გეუბნებათ ბრძოლის წინა ხაზზე გაჭრას, მაგრამ ეს არის არ გაღიზიანების თუ კუდის ქიცინის პოლიტიკა?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები