მხარს ვუჭერ, რომ იყოს დასჯილი ყველა მოძალადე, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინმეს სანქცირება თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი.
“ჩვენი თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქეების. ამ ხალხმა, რასაც ჰქვია ე.წ. რეჟიმი, “ქართულმა ოცნებამ” თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო, რომ დიახაც, მხარს ვუჭერ, რომ იყოს დასჯილი ყველა მოძალადე, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.